მედისონ ჰოლდინგის შესახებ

მედისონის ამბულატორიული ქსელი მაღალკვალიფიციური პერსონალითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკების ქსელია, რომლის მიზანია პაციენტებისთვის სრული ამბულატორიული და სტომატოლოგიურ მომსახურების გაწევა.

 

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვაზე, დაავადებების პრევენციაზე, დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე.  

 

მედისონში თბილისის ოთხი ფილიალია გაერთიანებული:

 

  • მუხიანის ფილიალი
  • საბურთალოს ფილიალი
  • ვარკეთილის ფილიალი
  • სანზონის ფილიალი

 

მედისონში მომუშავე ყველა დარგის კონსულტანტ-სპეციალისტი საგანგებოდაა შერჩეული. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ექიმები ახორციელებენ.

 

მედისონის მისიაა მის კლინიკათა გაერთიანების ფარგლებში სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის.

 

მედისონის ამბულატორიები  ემსახურება პაციენტებს საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამის  ფარგლებში, ასევე თანამშრომლობს   კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.