20ივნ
2019
ახალბედა დედა


ქალის სხეულისთვის მშობიარობის შემდგომი პერიოდი ეწოდება ბავშვის დაბადებისდან ჩვეულ ფორმაში ჩადგომამდე ეტაპს, რაც დაახლოებით ექვსიდან რვა კვირამდე დროს საჭიროებს.

ქალის სხეული მშობიარობის შემდეგ ბევრ ცვლილებას განიცდის, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად, სანამ ისწავლის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს, რომელიც დედობას მოყვება. მშობიარობის შემდგომი პერიოდი ასევე მოიცავს მშობლების სწავლების პერიოდს, თუ როგორ მოუარონ ახალშობილს და შეცვალონ ქცევის წესები ოჯახის ახალი წევრის წყალობით.

 

 

 

 

 

დასვენება

ახალბედა მშობლები ბავშვის გაჩენიდან მალევე აცნობიერებენ, რომ ჩვილებს დროის განსხვავებული მექანიზმი აქვთ, ვიდრე მოზარდებს. ჩვეულებრივ ახალშობლი იღვიძებს ყოველ 3 საათში, გაღვიძევბასთან ერთად მოითხოვს კვებას, გამოცვლას და კომფორტულად მოკალათებას, რათა ისევ გააგრძელოს ძილი. მშობლებისთვის განსაკუთრებულ განცვიფრებას იწვევს ოჯახში პირველი ახალშობილი, რადგან მომდევნო რამოდენიმე თვე მათ უწევთ დაემშვიდობონ რვა საათიან მშვიდ ძილს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რამოდეიმე რჩევა, რათა უკეთ გაუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს:

  • პირველი რამოდენიმე კვირა დედა უნდა გათავისუფლდეს სხვა საქმეებისგან ბავშვის მოვლისა და თავისი თავის მოვლის გარდა;
  • ნაბიჯების სიმცირით დაზოგეთ დრო - იქონიეთ ახალშობილის საწოლი თქვენს საწოლთან ახლოს ღამით მისი გამოკვების გასამარტივებლად;
  • ნუ მოიკლებთ ნათესავებისა და მეგობრების ნახვის სიამოვნებას იმის გამო, რომ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე გყავთ. თავი იგრძენით თავისუფლად, სტუმრების გარემოცვაში ახალშობილის კვება სირცხვილი არაა;
  • ყოველდღიურად რამოდენიმე წუთი გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ისეირნეთ ან გააკეთეთ მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის განკუთვნილი ვარჯიშები, ექიმის რეკომენდაციით.

 

 

კვევბა

დედის სხეული უამრავ ცვლილებას განიცდის ორსულობის პერიოდში, ისევე როგორ მშობიარობის შემდეგ. ორსულობის და მშობიარობის შემდგომ, სხეულს სჭირდება ჩვეულ ფორმაში ჩადგომა. დასვენებასთან ერთად, დედისთვის აუცილებელია სწორი კვება, სხეულის გასაჯანსაღებლად.

წონა, რომელსაც სხეული იმატებს ორსულობის პერიოდში, სხეულს ეხმარება მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენასა და ახალშობილის ბუნებრივ კვებაში. სასურველია დედებმა შეადგინონ ჯანსაღი კვების მრავალფეროვანი რაციონი, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, როგორც დედის სხეულისთვის, ასევე ახალშობილისთვის.

სასურველი კვების რაციონის შემადგენლობა:

 

  • კერძები, რომლებიც მომზადებულია ბრინჯისგან, ხორბლისგან, სიმინდის ფქვილისგან, ქერისგან ან სხვა მსგავსი შემადგენლობისგან;
  • ბოსტნეული - შეგიძლიათ მიიღოთ ბოსტნეული (მოერიდეთ კომბოსტოს, ჭარხლის და ლობიოს მიღებას)
  • რძის ნაწარმი - რძის პროდუქტი ან ნებისმიერი პროდუქტი რძის შემადგენლობით, მიჩნეულია კვების აუცილებელ პროდუქტად.
  • ცილები - მიირთვით საქონლის ან ფრინველის ნაკლებცხიმიანი ხორცი. ასევე, სასარგებლოა თევზი, ბარდა.

 

ვარჯიში და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებლად შესასრულებელი პირობაა.

გაითვალისწინეთ, მშობიარობის შემდეგ მკაცრი დიეტეით წონის სწრაფი დაკლება შესაძლოა საზიანო იყოს თქვენი ორგანიზმისთვის და ახალშობილისთვისაც, თუ ის ბუნებრივ კვებაზეა. რამოდენიმე თვეა საჭირო იმისთვის, რომ სხეულმა წონაში დაიკლოს და დაუბრუინდეს პირვალნდელ მდგომარებას, რასაც მიაღწევთ სწორად შერჩეული კვების რაციონით, რომელიც გაჯერებულია ბოსტნეულითა და ხილით, ცილებისა და დაბალანსებული ნახშირწყლების შემადგენელი საკვებით. ვარჯიშები კი დაგეხმარებათ კალორეიბისა და ცხიმის დაწვაში.

ახალბედა მშობლემს ხშირად აწუხებთ ორგანიზმის გაუწყლოვანება, რაც ბუნებრივი პროცესია. ხშირად მიირთვით წყალი, ხილის წვენი პრობლემის მოსაგვარებლად. თუ, თქვენ ვერ ართმევთ თავს კვების საკითხს, მიმართეთ მკურნალ ექიმს ლაქტაციის პერიოდში ჯანსაღი კვების რაციონის შესადგენად.

 

 

 

 

 

ახალბედა მშობლების დახმარება 

 

ოჯახის ახალი წევრის მოვლინებისთანავე, მშობლები მალევე აცნობიერებენ, რომ ახალშობილის მოვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, რაც მშობლებს წყვეტს სახლის სხვა საქმეებიგან. თუმცა, სახლში დამხმარე ადამიანის ყოლა, რომელიც სხვა საქმიანობებს მიხედავს, ბევრად შეამსუბუქებს მდგომარეობას. ახალბედა მშობლები უკეთ მოახდენენ კონცენტრაციას დედისა და ახალშობილის საჭიროებებზე. დამხმარე ადამიანი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი ან დაქირავებული დიასახლისი, მთავარია ერთი რამ, სახლში ყველაფერი უნდა იყოს კარგად დასუფთავებული. მნიშვნელოვანია შეინარჩუნით სწორი/მშვიდი კომინუკაციის უნარი ადამიანებთან, რათა გააგებინოთ რა გჭირდებათ, რაც პირველი რამოდენიმე კვირის მანძილზე სირთულეს წარმოადგენს ქაოტური ემოციური ფონის გამო.

ამგვარი ხელშეწყობა ახალბედა დედას დაეხმარება ახალშობილის სრულყოფილად მოვლაში.