12Aug
2020
ჰიპერთერმია


ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სხეულის გადახურების რისკი. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხანგრძლივი დროით ყოფნის დროს, ორგანიზმს უჭირს გაგრილება და ფუნქციონირებისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება, რის გამოც ირღვევა თბორეგულაცია. სხეულის ზომაზე მეტად გადახურებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

სითბური დაკვრა (მზის დაკვრა);

სითბური გამოფიტვა;

სითბური კრუნჩხვები.

 

სითბური დაკვრა ორგანიზმზე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ზეგავლენის შედეგად გამოწვეული ერთ-ერთი  მძიმე ფორმაა, რომლსაც ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა (39.5°C და მაღალი);
  • ცხელი, წითელი, მშრალი ან ნოტიო კანი;
  • აჩქარებული პულსაცია;
  • თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • პირღებინება;
  • დაბნეულობა;
  • გონების დაბინდვა ან დაკარგვა.

პირველი დახმარება:

დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს 112;

შეაფარეთ თავი ჩრდილს ან გრილ შენობას;

შეეცადეთ დაარეგულიროთ სხეულის ტემპერატურა ცივი კომპრესების მეშვეობით;

ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით სითხეს.

 

სითბური გამოფიტვა  ვითარდება მაშინ, როდესაც თბორეგულაციის დარღვევის შედაგად ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს ან მარილს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ძლიერი ოფლიანობა;
  • სიცივე, გამოფიტვა და რელიეფური კანი;
  • აჩქარებული პულსაცია;
  • პირღებინება;
  • კუნთების კრუნჩხვა;
  • საერთო სისუსტე;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გონების დაკარვა.

 

პირველი დახმარება

 

დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს 112;

შეაფარეთ თავი ჩრდილს ან გრილ შენობას;

გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;

მიიღეთ გრილი აბაზანა;

მიიღეთ სითხე.

 

 

სითბური კრუნჩხვები შედარებით მსუბუქი ფორმაა, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი, აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს ან შემდგომ პერიოდში.

სიმპტომები:

 

  • ძლიერი ოფლიანობა;
  • კუნთების ტკივილი ან სპაზმი.

 

პირველი დახმარება:

 

დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ სიმტომები მწვავდება ან ხართ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე;

შეწყვიტეთ ფიზიკური აქტივობა და შეაფარეთ თავი ჩრდილს ან გრილ შენობას;

მიიღეთ სითხე.