21Oct
2019
რეკომენდაციები სეზონური გრიპისაგან თავის დასაცავად


 

გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს მოსახელობისთვის.

გრიპის პროფილაქტიკა:

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა!

რეკომენდაციები:

  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
  2. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს;
  3. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება. ერთჯერადი ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში. გამოყენებული ნიღაბი უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.
  4. ხელების დაბანა აუცილებელია:
  • დღის განმავლობაში მინიმუმ ხუთჯერ;
  • მიზანშეწონილია თხევადი საპნით სარგებლობა;
  • ხელებით ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ;
  • ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალურად დაბინძურებულია;
  • ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები);
  • სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება.
  1. რეკომენდირებულია დაავადებული პაციენტის იზოლაცია, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და დღეში რამდენჯერმე სველი წესით დალაგება.