15Dec
2017
მედისონი სტუდენტურ კლუბში დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.


15 დეკემბერს, სამედიცინო ჰოლდინგ მედისონსა და სუხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის თანამხად სამედიცინო ჰოლდინგი მედისონი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს ჯანდაცვის პროგრამების ხელმისაწვდომობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და ხელშეწყობას.

 

 


შეხვედრაზე სტუდენტებს მიმართეს მედისონის გენერალური დირექტორის მოადგილემ თამარ ბუწაშვილმა და გენერალური დირექტორის მრჩეველმა , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.