21ოქტ
2019
რეკომენდაციები სეზონური გრიპისაგან თავის დასაცავად


გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს მოსახელობისთვის.

გრიპის პროფილაქტიკა:

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა!

რეკომენდაციები:

  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
  2. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს;
  3. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება. ერთჯერადი ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში. გამოყენებული ნიღაბი უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.
  4. რეკომენდირებულია დაავადებული პაციენტის იზოლაცია, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და დღეში რამდენჯერმე სველი წესით დალაგება.
  5. ხელების დაბანა აუცილებელია:
  • დღის განმავლობაში მინიმუმ ხუთჯერ;
  • მიზანშეწონილია თხევადი საპნით სარგებლობა;
  • ხელებით ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ;
  • ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალურად დაბინძურებულია;
  • ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები);
  • სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება.