10ნოე
2017
დიაბეტის სკრინიგის კვირეული მედისონში!


ჩაერთე დიაბეტის სკრინინგის აქციაში!

მიიღე ხუთივე მომსახურება მხოლოდ 50 ლარად ან 40%-იანი ფასდაკლება თითოეულ სერვისზე !

 

  1. გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;
  2. კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში;
  3. საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში;
  4. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
  5. ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

 

აქცია ძალაშია 14 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით!

 

მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში!

 

დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს  აღინიშნება. ფედერიკ ბანტინგმა ჩარლზ ბესტთან ერთად 1922 წელს  პირველად გამოყო ინსულინი. 

 

დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, 

მოუწოდებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა უკეთესობისკენ და გაერთიანდნენ ამ დაავადების პრევენციის მიმართულებით. 


დიაბეტის დღე აღინიშნება მსოფლიოს 160 ქვეყანაში.

 

მსოფლიო დიაბეტის დღის ლოგო - ცისფერი წრე, არის დიაბეტის გლობალური სიმბოლო. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს.

ცისფერი რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო, რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია.

 

საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება დიაბეტის მსოფლიო დღე.