
გაზიარება:
მოლარე-რეგისტრატორი
მოლარე-რეგისტრატორი

სამუშაო ადგილი ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- • MS office მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- • პაციენტის ოპერატიული, თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- • სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
- • ამბულატორიული ბარათის გახსნა, დაარქივება/შენახვა არსებული წესების დაცვით;
- • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- • გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
- • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
- • გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- • დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@medison.ge 2020 წლის 01 ივლისამდე და თემის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მოლარე-რეგისტრატორი“.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!