
გაზიარება:
ოჯახის ექიმის ასისტენტი
ოჯახის ექიმის ასისტენტი

მედისონის ამბულატორიული ქსელი ეძებს გუნდის ახალ წევრს:
- • თუ ახლა იწყებ სამუშაო კარიერას, გაქვს სამედიცინო განათლება და გსურს განვითარდე სამედიცინო სფეროში;
- • თუ გინდა გახდე მედისონის გუნდის ახალი წევრი, მაშინ ოჯახის ექიმის ასისტენტის ვაკანსია შენთვისაა!
რა გვსურს გუნდის ახალი წევრისგან:
- • ოჯახის ექიმების დახმარება, პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
- • სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
- • პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
- • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- • MS office მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- • კომუნიკაბელურობა;
- • ორგანიზებულობა;
- • დეტალებზე ორიენტირებულობა;
- • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- • ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- • სამუშაო გრაფიკს ორშაბთიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე;
- • სამუშაო ადგილმდებარეობას ქ.თბილისში (მუხიანი. ალ.გობრონიძის 27. საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ 83/11. ვარკეთილი, კალოუბნის 12);
- • პერსონალური უნარების განვითარების საშუალებას;
- • მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@medison.ge და თემის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ოჯახის ექიმის ასისტენტი“.
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!