2 47 06 06
საინფორმაციო სამსახური
შპს „მედისონ ჰოლდინგის“ ონლაინ პლატფორმის მოხმარების პირობები
(შემდგომში ხელშეკრულება)
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ს/კ: 404 923 632, მის.: საქართველო, თბილისი, კალოუბნის ქ. #12)

1. ზოგადი ნაწილი და ტერმინთა განმარტება

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ (შემდგომში კლინიკა) წარმოადგენს მაღალკვალიფიციური პერსონალითა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკების ქსელს, რომლის მიზანია პაციენტებისთვის სრული ამბულატორიული მომსახურების გაწევა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვაზე, დაავადებების პრევენციაზე, დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე. შპს მედისონ ჰოლდინგის ამბულატორიების ქსელში თბილისის ოთხი ფილიალია გაერთიანებული: საბურთალოს, მუხიანის, ვარკეთილისა და ლილოს ფილიალები. კლინიკაში მომუშავე ყველა დარგის კონსულტანტ-სპეციალისტი საგანგებოდაა შერჩეული. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ექიმები ახორციელებენ. შპს მედისონ ჰოლდინგის მისიაა მის კლინიკათა გაერთიანების ფარგლებში სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის.

ტერმინთა განმარტება

1.1 ონლაინ პლატფორმა - ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც პაციენტი შეძლებს კლინიკაში დარეკვის ან/და ვიზიტის გარეშე, დაგეგმოს კონსულტაცია ექიმთან, სასურველ თარიღსა და დროს, ექიმთან კონსულტაციის მიზეზის მითითებით.
1.2 კლინიკა - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შექმნილ იურიდიულ პირი, რომელიც საქმიანობს სამედიცინო დაწესებულების სახით და მომსახურებას სწევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავისი თანამშრომლების/დასაქმებულების/სამედიცინო პერსონალის მეშვეობით გათვალისწინებულ მომსახურებას სწევს პირადად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი სამედიცინო პროფესიისათვის ან/და სპეციალობისათვის გათვალისწინებული წესებისა და უფლებამოსილების დაცვით;
1.3 ექიმი - კლინიკის მიერ დასაქმებული ექიმი, რომელიც უფლებამოსილია სამედიცინო პროფესიისათვის ან/და სპეციალობისათვის გათვალისწინებული წესებისა და უფლებამოსილების დაცვით განახორციელოს სამედიცინო საქმიანობა;
1.4 პაციენტი - ნებისმიერი პირი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც სთავაზობს კლინიკა წინამდებარე პლატფორმაზე;
1.4.1 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პაციენტს სამედიცინო მომსახურება უტარდება მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;
1.4.2 არასრულწლოვან პაციენტს, რომლის ასაკი აღემატება 16 წელს, უფლება აქვს ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, თუ იგი სამედიცინო მომსახურების გამწევის შეხედულებით სწორად აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პაციენტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს. წინამდებარე პლატფორმაზე პაციენტმა უნდა მიუთითოს მშობლის ან კანონიერი მეურვის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც კლინიკა მიაწვდის ინფორმაციას კონსულტაციის ჯავშნის და დროის შესახებ;
1.5 დღე - კალენდარული დღე;
1.6 სამუშაო დღე - დღე, გარდა შაბათ-კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა;
1.7 ჯავშანი - მომხმარებლის მიერ წინამდებარე ონლაინ პლატფორმაზე ჩანიშნული კონსულტაცია გასაწევი მომსახურების ტიპის მითითებით. კონსულტაცია გულისხმობს სატელეფონო ან/და ონლაინ კონსულტაციას;
1.8 ბალანსი - პაციენტის ვირტუალურ პირად კაბინეტში არსებული წარმოსახვითი ანგარიში, რომელზეც პაციენტს შეუძლია განათავსოს ფული დროებით/მოთხოვნამდე/გახარჯვამდე. ბალანსზე განთავსებული ფულის მფლობელი და განმკარგავი არის პაციენტი მის გახარჯვამდე/ბალანსიდან ჩამოწერამდე/დაბრუნებამდე. ბალანსზე არსებული თანხა შეესაბამება მის მიერ ფაქტობრივად გადახდილ თანხას და აქვს ზუსტად იმ ნომინალის მსყიდველობითი უნარი, რამდენიც გამოხატულია ციფრებით და რამდენიც ექნებოდა იმავე რაოდენობის ნაღდ ფულს. ავანსზე განთავსებულ თანხას არ ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
1.9 მომსახურების საფასური - დაჯავშნილი სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სატელეფონო კონსულტაციის) საფასური;

2. ონლაინ პლატფორმის მომსახურების პირობები

2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა უწევს პაციენტს სამედიცინო მომსახურებას დისტანციურად, სატელეფონო ან/და ვიდეო კონსულტაციის მეშვეობით. ონლაინ კაბინეტის დახმარებით კლინიკაში დარეკვის გარეშე პაციენტს შეუძლია დაგეგმოს ვიზიტი პირად ექიმთან. თქვენ უთითებთ სასურველ თარიღსა და დროს. სატელეფონო/ვიდეო კონსულტაციის ჯავშანი შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ დროს - როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში; პაციენტს ექიმთან კონსულტაციის ჩანიშვნა შეუძლია კონსულტაციამდე 30 (ოცდაათი) წუთით ადრე;
2.2 კლინიკის მიერ მიწოდებული ონლაინ პლატფორმის www.medison.ge მეშვეობით პაციენტს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალურ გვერდზე მუდმივად ჰქონდეს წვდომა საკუთარ ვირტუალურ კაბინეტზე, სადაც აისახება პაციენტის სამედიცინო ისტორია, ექიმთან ჩანიშნული კონსულტაციის თარიღი, დიაგნოზი, დანიშნულება, გამოკვლევის შედეგები და სხვა;
2.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტისთვის არ არის განსაზღვრული დადგენილი მომსახურების საფასურისგან განსხვავებული ტარიფი.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1 პაციენტს კლინიკისაგან მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს სატელეფონო ან/და ვიდეო კონსულტაცია დაჯავშნოს ონლაინ პლატფორმის www.medison.ge -ს საშუალებით, სადაც პაციენტი, მხოლოდ კლინიკის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებიდან, ირჩევს მისთვის სასურველ კონსულტაციის გამწევ ექიმს, კონსულტაციის ჩატარების თარიღსა და დროს;
3.2 პაციენტი ვალდებულია ჯავშანის დასარეგისტრირებლად 3.1 მუხლით გათვალისიწნებული ქმედების შემდეგ კლინიკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით გადაიხადოს გასაწევი მომსახურების საფასური სრულად;
3.3 პაციენტს მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ წამოეშვება უფლება კლინიკისაგან მოითხოვს მომსახურების გაწევა ან/და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, მხოლოდ ჯავშანში მის მიერვე მითითებული პირობების შესაბამისად;
3.4 კლინიკა ვალდებულია მხოლოდ 3.1 და 3.2 მუხლებით გათვალიწინებული ქმედების შესრულების შემდეგ პაციენტის მიერ დარეგისტრირებული თითეული ჯავშანის შესაბამისად, გასწიოს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და პაციენტის პირად კაბინეტში ყოველ ჯერზე ატვირთოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე და/ან ცნობა გაწეული კონსულტაციის შესახებ და/ან პაციენტისთვის განსაზღვრული დანიშნულება და/ან შესაბამისი გამოკვლევის შედეგები და სხვა.);
3.5 პაციენტს უფლება აქვს ისარგებლობს კლინიკის მიერ მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და პაციენტის მიერ რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესების სრული დაცვით შექმნილი ვირტუალური პირადი კაბინეტით და იქ განთვასებული შიგთავსით, მათ შორის ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მანამ, სანამ კლინიკა გააგრგძელებს პაციენტებისათვის ონლაინ პლატფორმით მომსახურების შეთავაზებასა და გაწევას;
3.6 პაციენტი ვალდებულია დაიცვას კლინიკის მიერ მისთვის გამოყოფილ ვირტულურ კაბინეტში რეგისტრაციისა და ავროტიზაციის მონაცემები, მათ შორის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რომლის ნებაყოფლობით ან/და უნებლიედ გამჟღავნება მესამე პირისათვის მატერიალურ ან/და არამეტიალურ ზიანს მიაყენებს პაციენტს ან/და კლინიკას;
3.7 კლინიკა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის ცალმხრივად, შეცვალოს ონლაინ პლატფორმის ფუნქციონირების, ჯავშნის განთავსებისა ან/და ანგარიშსწორების წესები და პირობები;

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1 მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მათი შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.2 კლინიკა იღებს ვალდებულებას, რომ პაციენტისთვის მომსახურების გაწევა მოხდება კლინიკაში დასაქმებული ექიმების მიერ სამედიცინო მომსახურების სფეროში დადგენილი სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: კლინიკა და მასში დასაქმებული ექიმები უზრუნველყოფენ ონლაინ კონსულტაციის ისეთივე მაღალი ხარისხით გაწევას პაციენტისთვის, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისას;

5. ანგარიშსწორების წესი

5.1 პაციენტი წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად საფასურს იხდის სრულად წინასწარ ამავე ხელშეკრულების 3.1 და 3.2 მუხლების მიხედვით www.medison.ge -ზე განთავსებული პირადი ვირტუალური კაბინეტიდან სასურველ ექიმთან კონსულტაციის დაჯავშნის დროს;
5.2 პაციენტს უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საფასური გადაიხადოს ბარათით გადახდის გზით ან ბალანსიდან არსებული ხელმისაწვდომი/საკმარისი ნაშთიდან თანხის გახარჯვის გზით.
5.3 ბარათით გადახდის შესასრულებლად პაციენტი კლინიკის მიერ მხოლოდ ამ პაციენტისათვის შექმნილ ვირტუალურ პირად კაბინეტში ღილაკზე „გადახდაზე“ დაჭერით ავტომატურად გადადის კლინიკასთან ხელშეკრულებით მომსახურე ბანკის მიერ შექმნილ გადახდისათვის განკუთვნილ სპეციალურ-დაცულ ვებ-გვერდზე; პაციენტი სურვილის შემთხვევაში ავსებს მხოლოდ ბანკის მიერ სავალდებულო წესით მოთხოვნილ ინფორმაციას და გამოხატავს თანხმობას მხოლოდ მის მიერ შევსებული პირადი/კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით მისივე საკუთარი (კანონიერ მფლობელობაში არსებული) საბანკო ანგარიშიდან კლინიკის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხის გადარიცხვაზე; აღნიშულ ვებ-გვერდზე წარმოშობილ ნებისმიერ საკითხთან ან/და გაუგებრობაზე, მათ შორის კითხვით და პრეტენზიით, უნდა მიმართოს მხოლოდ ბანკს;
5.4 კონსულტაციის დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ, რომელიც ბარათით გადახდის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი ბანკის მიერ ორივე მხარისათვის მიწოდებული ინფორმაციით (მაგ., გადახდის მომენტში გამოტანილი შეტყობინებით, რომელსაც ბანკი მის მიერ გადახდებისათვის სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის საშუალებით აჩვენებს პაციენტს და უგზავნის ინფორმაციას კლინიკას). თუ აღნიშნული შეტყობინება ბანკის მხრიდან არ გაეგზავნა კლინიკას, მაშინ პაციენტი ვალდებულია დაელოდოს თანხის ფაქტობრივ ასახვას კლინიკის ანგარიშსწორების ანგარიშზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოს ამ ხელშეკრულების 3.3 მუხლით გათვალიწინებული უფლება. კლინიკა მხოლოდ ზემოთ დასახლებული ნებისმიერი გზით გადახდის დადასტურების შემდეგ არის ვალდებული პაციენტს გაუწიოს მომსახურება მხოლოდ კონკრეტულად ამ ჯავშანში მითითებული მოცულობითა და ოდენობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესების დაცვით დაუბრუნოს თანხა პაციენტს;
5.5 პაციენტი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ცვლილება, მის მიერ ჩანიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ შორის მოახდინოს ჯავშნის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევის თუ ჩანიშნულ ვიზიტამდე დარჩენილია 2 (ორი) საათზე ნაკლები დრო.
5.6 იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გააუქმებს ჯავშანს, ჩანიშნულ ვიზიტამდე 2 (ორი) საათით ადრე, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის საკუთარ საბანკო ანგარიშზე დაბრუნება ან/და ბალანსზე გადატანა.
5.7 იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გააუქმებს ჯავშანს და მოითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ჩანიშნულ ვიზიტამდე 2 (ორი) საათით ადრე, მომსახურების თანხა დაუბრუნდება გაუქმების მოთხოვნაში მითითებულ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში გახსნილ (მოქმედ) ანგარიშსწორების ანგარიშზე ჯავშნის გაუქმებიდან მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ანგარიშსწოორების ანგარიშის სისწორეზე პასუხიმგებელია მხოლოდ პაციენტი;
5.8 იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, პაციენტი საფასურს გადაიხადოს ბალანსიდან არსებული ხელმისაწვდომი/საკმარისი ნაშთიდან თანხის გახარჯვის გზით და გააუქმებს ჯავშანს, ჩანიშნულ ვიზიტამდე 2 (ორი) საათით ადრე, მომსახურების თანხა დაუბრუნდება პირად ბალანსზე, მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5.9 იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოითხოვს ბალანსზე ხელმისაწვდომი თანხის უკან დაბრუნებას აუცილებელია ვირტუალური პირადი კაბინეტიდან დააფიქსიროს მოთხოვნა. მომსახურების თანხა დაუბრუნდება მოთხოვნაში მითითებულ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში გახსნილ (მოქმედ) ანგარიშსწორების ანგარიშზე, მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ანგარიშსწოორების ანგარიშის სისწორეზე პასუხიმგებელია მხოლოდ პაციენტი.
5.10 იმ შემთხვევაში, თუ თუ ჩანიშნულ ვიზიტამდე დარჩენილია 2 (ორი) საათზე ნაკლები დრო და პაციენტი გააუქმებს ჯავშანს პაციენტს მომსახურების თანხა არ დაუბრუნდება და მომსახურება ჩაითვლება გაწეულად. პაციენტს არ შეუძლია თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს კლინიკას ან/და ბანკს;
5.11 იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოახდენს ჯავშანით განსაზღვრული კონსულტაციის ჩატარების თარიღისა და დროის ცვლილებას, მომსახურების თანხა ჩაითვლება ავანსად გადახდილად მომსახურების გაწევამდე ან/და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნამდე. ჯავშანის ცვლილებით გამოწვეული თანხის დამატების შემთხვევაში პაციენტი მოქმედებს იმავე წესებითა და პირობებით, რომელიც არის პირველადი დაჯავშნისას;
5.12 იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის გაუქმება მოხდება კლინიკის მიზეზით, პაციენტის მიერ ონლაინ პლატფორმაზე კონსულტაციის დაჯავშნიდან ნებისმიერ დროს, პაციენტს კონკრეტული ჯავშანით გათვალისწინებულ მომსახურებაში გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება ვირტუალურ პირად კაბინეტში რეგისტრაციის დროს მითითებულ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში გახსნილ (მოქმედ) ანგარიშსწორების ანგარიშზე, ჯავშნის გაუქმებიდან მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ანგარიშსწორების ანგარიშის სისწორეზე პასუხისმგებელია მხოლოდ პაციენტი;
5.13 მხარეთა მიერ ჩანიშნულ ჯავშანზე დაგვიანების დროდ განისაზღვრება 15 (თხუთმეტი) წუთი; კლინიკის ბრალით დროის გადაცილების შემთხვევაში პაციენტს მოთხოვნის საფუძველზე უბრუნდება მომსახურებაში გადახდილი თანხა ზემოთ გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან პაციენტს უფლება აქვს მოახდინოს ჯავშანის თარიღისა და დროის ცვლილება, შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. პაციენტის ბრალით დროის გადაცილების შემთხვევაში კლინიკა არ არის ვალდებული პაციენტს გაუწიოს მომსახურება ან/და დაუბრუნოს კონკრეტული ჯავშნით გათვალისნებულ მომსახურებაში გადახდილი თანხა, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად, ხოლო თანხა გახარჯულად;
5.14 კლინიკისაგან პაციენტისათვის გამოყოფილი ვირტუალური პირადი კაბინეტი წარმოადგენს მომსახურების გაწევისათვის აუცილებელ ინსტრუმენტს, საშუალებას. ვირტუალური პირადი კაბინეტით სარგებლობა არ წარმოადგენს პაციენტისათვის მომსახურების გაწევას და სწორედ ამიტომ არ ექვემდებარება პაციენტის მიერ რაიმე ფორმით ანაზღაურებას. კლინიკა აღნიშნულ ონლაინ პლატფორმას ქმნის პაციენტებში ლოიალური განწყობის შესანარჩუნებლად, ცნობადობის ასამაღლებლად და ხარიხსიანი სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების შესათავაზებლად. პაციენტის ფულადი ვალდებულება კლინიკს მიმართ განისაზღვრება მხოლოდ მის მიერ ვირტუალურ პირად კაბინეტში დაფიქსირებული კონკრეტული ჯავშანის შესაბამისად;

6. ფორს-მაჟორი

6.1 მხარეები მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, რომლის გათვალისწინება ან თავიდან აცილება წინასწარ შეუძლებელია. ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, დიდთოვლობა, გაფიცვები, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და სხვა სტიქიური მოვლენები;
6.2 მხარე, რომლისთვისაც შეიქმნა ფორს-მაჟორული გარემოება, ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მეორე მხარეს ზემო აღნიშნული გარემოების წარმოშობის და შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ;

7. პერსონალური მონაცემების/ კონფიდენციალობის დაცვა

7.1 პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;
7.2 ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი - ფიზიკური პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია პირის ამჟამინდელ, წარსულში არსებულ ან სამომავლო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. ამგვარ მონაცემს განეკუთვნება ასევე ინფორმაცია, რომ პირი არის ჯანმრთელი ან/და პირის მიერ სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის შესახებ;
7.3 მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან მოქმედებათა ერთობლიობა, მაგალითად, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა (მათ შორის, რენტგენის გამოსახულება), ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება, წაშლა ან განადგურება;
7.4 კლინიკა აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მან პაციენტისაგან მიიღო მომსახურების გაწევის დროს, წარმოადგენს პერსონალურ (რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებულ პერსონალურ) ინფორმაციას და მასზე ვრცელდება კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები და მოთხოვნები და მათი დაცვის მაღალი სტანდარტები;
7.5 კლინიკა კისრულობს ვალდებულებას, რომ პაციენტებისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ინახებოდეს აღნიშნულ კლინიკის მართვის სისტემაში და მუშავდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით;
7.6 კლინიკა იღებს საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დასაცავად. აღნიშნულ ზომებში შედის არამართლზომიერ ან შემთხვევით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თავიდან ასაცილებელ ზომებს, აგრეთვე მისი განადგურების, ცვლილების, კოპირების, გავრცელების ან არამართლზომიერი ქმედებების თავიდან ასაცილებელ ზომებს;
7.7 პერსონალური მონაცემების გამჟღავნება შესაძლებელია მოხდეს:
7.7.1 მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
7.7.2 მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
7.8 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ კლინიკის მიერ მისი პერსონალური მონაცემების, დამუშავება, შენახვა და გამოყენება მოხდეს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
7.9 პაციენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში თანხმობას, კლინიკა უფლებამოსილია განახორციელოს პაციენტის პერსონალური მონაცემების გაზიარება, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ონლაინ პლატფორმა www. medison.ge. ლიცენზიის გამცემი კომპანიისთვის;

8. დავის გადაწყვეტის წესი

8.1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავა და უთანხმოება მხარეებს შორის გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმე განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

9. განცხადებები და გარანტიები

9.1 ამ ხელშეკრულების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ და გარანტიას იძლევიან, რომ:
9.1.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გონივრული განსჯის შედეგად;
9.1.2 მიღებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია და განმარტება ამ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
9.1.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს ბუნდოვან პირობებს ან უჩვეულო ვალდებულებებს და/ან ჩანაწერს;
9.1.4 მხარეთა მიერ არსებობს სრული უფლებამოსილება ამ ხელშეკრულების დასადებად და აღსასრულებლად;
9.1.5 პაციენტი წარმოადგენს სული მოცულობით ქმედუნარიან პირს;
9.1.6 იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება იდება მესამე პირთა (შვილი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობის ქვეშ მყოფი და სხვა) სასარგებლოდ, თქვენ მოპოვებული გაქვთ ყველა აუცილებელი თანხმობა ასეთ მესამე პირ/ებ/ისაგან: (ა) ხელშეკრულების დადებასა და მის/მათ სასარგებლოდ ჯავშნის განხორციელებაზე და (ბ) იმის თაობაზე, რომ ჩვენ სრულად და შეუზღუდავად ვისარგებლოთ წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით;
9.2მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება ზემოაღნიშნულ განცხადებებსა და გარანტიებზე დაყრდნობით;
9.3 წინამდებარე პორტალზე, პაციენტის მხრიდან მომსახურების დაჯავშნით, ივარაუდება, რომ პაციენტი წარმოადგენს გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;

10. დამატებითი დებულებანი

10.1 ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ;
10.1.1 ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ვადამდე შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე
10.2 ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად;
10.3 საკითხები რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.4 პაციენტი წინამდებარე პირობებზე „თანხმობის“ ელექტრონულად მონიშვნით ადასტურებს, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას და ეთანხმება მასში მითითებულ პირობებს;

Contact us
+995 32247 06 06
© 2020 მედისონის ამბულატორიული ქსელი